fbpx

შენი სახლი ჯიქიაზე

პროექტის შესახებ

პროექტი ,,შენი სახლი სამგორში” ხორციელდება ესტონურ-ქართული ინვესტიციით, ბანკის სესხის გარეშე.
ახალი საცხოვრებელი უბანი სამგორში, მოსკოვის გამზირზე #13-ში შენდება.
3,3 ჰექტარზე 17 საცხოვრებელი სახლი აშენდება. კომპლექსის მშენებლობა ეტაპობრივად არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე დასრულებულია 12 სახლის მშენებლობა და მიმდინარეობს მე-14, მე-15 და მე-16 სახლების სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,GRID Construction”-ი აწარმოებს;  სამშენებლო სამუშაოები ყველა სამშენებლო ნორმისა და სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს.

საცხოვრებელი კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი მრავალფუნქციური საუბნო ინფრასტრუქტურით;

კომპლექსი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს დასასვენებელ, საბავშვო, სპორტულ და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას. 8300 კვ.მ რეკრეაციული ზონა. თითოეული სახლი აღჭურ-
ვილი იქნება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.

კომპლექსის მდებარეობის მთავარი უპირატესობები:
•კომპლექსის სიახლოვე ქალაქის ცენტრთან (თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში 12 წთ სავალზე)
• მეტრო სამგორიდან 400 მეტრში
• სიახლოვე ქალაქის ძირითად სატრანსპორტო ხაზებთან
• საცობებისგან შედარებით თავისუფალი მოძრაობა
• უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქის ამ ნაწილში – ნაკლები გამონაბოლქვი
• განვითარებული ინფრასტრუქტურა

გადაადგილებისას საჭირო დრო ტრანსპორტით მოძრაობის შემთხვევაში:
• თავისუფლების მოედნამდე -12 წუთი
• მეტრო ვარკეთილამდე – 10 წთ
• ისნის მეტრომდე – 6 წთ
• ნავთლუღის ავტოსადგურამდე – 2 წთ
• კახეთის გზატკეცილამდე – 3 წთ
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფართის ბინა და შემოუერთდით ჩვენს უბანს #ჩვენთანუკეთესია
მინიმალური ფართი 46 კვ.მ.
ბინები ბარდება არასრული თეთრი კარკასის მდგომარეობით.

ჩვენი მიმდინარე სხვა პროექტები ,,შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე: http://www.houseuni.ge და ,,შენი სახლი ლისზე” http://www.lisihouse.ge